უკრაინაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა
უკრაინის ყველა ოლქში, ქვეყნის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილის გარდა, საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, განგაში გამოცხადებულია კიევში და 10-ზე მეტ ოლქში.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია რიაზანის ოლქიდან კურსკის ოლქის მიმართულებით ორი Ту-22м3 თვითმფრინავის გაფრენის შესახებ. უკრაინის ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.