რეგიონი
მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხებს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება - გავრილოვი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი რუსულ გამოცემა NEWS.ru-სთან აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები უნდა აღდგეს.

გავრილოვის თქმით, საქართველოში რუსეთის საელჩოს და საკონსულო მომსახურების არსებობა ქვეყანაში მყოფ რუსეთის მოსახლეობასთან კონტაქტების და შესაძლებლობების გაზრდაში დაეხმარება.

„თუ გავითვალისწინებთ უკრაინის საკითხზე საქართველოს დამოუკიდებელ პოზიციას და მის დამოკიდებულებას რუსეთის წინააღმდეგ წამოწყებული სასანქციო ომზე, საჭიროა, აღდგეს არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. საელჩოსა და საკონსულო მომსახურების არსებობა გააფართოებს ჩვენს კონტაქტებსა და შესაძლებლობებს, რომ მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ საქართველოში ჩვენს მოქალაქეებს“ - განაცხადა გავრილოვმა.

მისი თქმით, ურთიერთობების აღდგენა ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებისთვის სასარგებლო იქნება.

„უნდა გაიზარდოს ავიაკომპანიების რიცხვი, მათ შორის მეგობრული ქვეყნებიდან, რომლებიც უზრუნველყოფენ ტრანსპორტირებას საქართველოსა და რუსეთს შორის“ - განაცხადა დეპუტატმა.

რუსეთ-საქართველოს პირდაპირი ფრენების დროებითი აკრძალვა ძალაში 2019 წლის 8 ივლისიდან შევიდა. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, 20 ივნისს თბილისში კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტის შემდეგ მიიღო. ამავე, დღეს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ქართული ავიაკომპანიების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 2023 წლის 18 იანვარს მოსკოვში გაამრთულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო ავიამიმოსვლა მალე აღდგება.

"მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხებს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება. გასულ წელს, როგორც მითხრეს, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი 10%-ით გაიზარდა, ტურიზმისა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების დამსახურებით. იმედი მაქვს, ჩვენ მალე შევძლებთ განვაახლოთ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა", - თქვა ლავროვმა.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი ამავე დღეს განაცხადა, რომ რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა მისასალმებელი იქნება.

მისი თქმით, რუსეთში მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, რომლებისთვისაც რუსეთთან პირდაპირი ფრენები მნიშვნელოვანია.

"გახსოვთ, რომ 2019 წელს რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტის თაობაზე, ეს იყო ერთგვარი სანქცია, რომელიც ამოქმედდა საქართველოს მიმართ და ამან საქართველოს მოქალაქეები დააზარალა, მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ჩვენი თანამოქალაქე, ეთნიკურად ქართული, ასევე ეთნიკურად აზერბაიჯანელები და სომხები, ჩვენი თანამოქალაქეები და რა თქმა უნდა, მათ ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ პირობები და მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მისასალმებელი იქნება"
, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 1 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
ასპინძა 4 °C
img
ადიგენი 10 °C
img
ბორჯომი 2 °C
img
თბილისი 9 °C
img
აბასთუმანი -2 °C
img
ბაკურიანი -5 °C
img
ნინოწმინდა -3 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.6776
EUR
EUR
1
2.8813
RUB
RUB
100
3.7888
TRY
TRY
1
0.1404
USD
USD
1
2.6410
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.