ყარაბაღიდან სომხეთში 84 770 ადამიანი ჩავიდა
მთიანი ყარაბაღიდან სომხეთის რესპუბლიკაში, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 84 770 მოქალაქე ჩავიდა, - ინფორმაციას სომხეთის მთავრობა ავრცელებს.
სომხეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ყარაბაღის მოსახლეობა „აზერბაიჯანის გენოციდურ ქმედებებს” გაურბის.
მათი მტკიცებით, ყველას, ვისაც არ აქვს წინასწარ განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი, მთავრობა შესაბამისი საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფს.