რუსებმა ზაპოროჟიეს შეუტიეს
რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს რეგიონალური-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ზაპოროჟიეზე მტრის საჰაერო თავდასხმის შედეგად, 55 წლის მამაკაცი დაიღუპა და 11 წლის ბიჭი დაშავდა“, - წერს ივან ფედოროვი „ტელეგრამის“ არხზე.
ივან ფედოროვის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა ძალებმა 15 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.