რეგიონი
რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დრონებით შეუტია
რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დრონებით შეუტიეს. თავდასხმის შედეგად პავლოგრადში 3 ადამიანი დაიღუპა და 8 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია. ინფორმაციას ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი ავრცელებს. ლისაკის განცხადებით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე დასახლებულ პუნქტში ხანძარი გაჩნდა.
„აგრესორმა კვლავ მასირებულად დაბომბა ოლქი უპილოტო საფრენი აპარატებით. თავდასხმის შედეგად სინელნიკოვოსა და სამაროვსკის რაიონებში, საწარმოების ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. რამდენიმე ხანძარია პავლოგრადშიც, მათ შორის, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ინფორმაცია ზუსტდება“, – განაცხადა ლისაკმა.
თავდასხმის შედეგად ქალაქში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა, ცეცხლი უკიდია ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს. ადგილზე საგანგებო სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
გააზიარეთ :