საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.
შსს–ს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული ნოდარ ა. დამამძიმებელ
გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით
დააკავეს. ახალგაზრდა მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს
აღიარებს.
დაკავებულმა ქურდობის მიზნით, კოჩოტიანების სახლში ფანჯრიდან შეაღწია. მეპატრონემ წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ბრალდებულმა, დედას და ორ შვილს – 18 და 16 წლის გოგონებს თავის არეში, ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. სამივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სახლში ხანძარი განზრახ გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოჯახის მეოთხე წევრი, ხუთი წლის ბავშვი, ხანძრის შედეგად გაიგუდა.