არასამთავრობო სექტორი არჩევნების მეორე ტურს პროგნოზირებს
რა შედეგით დასრულდება  2016 წლის საპარლამენტო არჩევნები?  – წინასაარჩევნოდ ყველაზე აქტუალური კითხვაა, რომელზეც პასუხის გაცემა რთულია.

რა შედეგით დასრულდება  2016 წლის საპარლამენტო არჩევნები?  – წინასაარჩევნოდ ყველაზე აქტუალური კითხვაა, რომელზეც პასუხის გაცემა რთულია.

წინასწარ პროგნოზებს ვერ აკეთებენ ახალციხეში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი, წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, სამცხე–ჯავახეთში ყველაზე კრიტიკულ წერტილად,  ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარულ ოლქს მიიჩნევს. გიორგი ანდღულაძე ჯავახეთში კონფლიქტურ სიტუაციებს არ გამორიცხავს.

მეორე ტურს არ გამორიცხავს არც ასოციაცია „ტოლერანტის“  ხელმძღვანელი, თუმცა გიორგი ანდღულაძისგან განსხვავებით, ცირა მესხიშვილი  ხელახალ არჩევნებს სამცხე–ჯავახეთის ერთ ოლქში და მერების კანდიდატებს შორის პროგნოზირებს. მისი ვარაუდით წელს ამომრჩევლების მაღალი აქტივობა დაფიქსირდება, რადგან მოსახლეობაში ინფორმირებულობის დონე მაღალია.

წინასაარჩევნო პერიოდს ყველზე აქტიურად აფასებს 37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. თეა გავაშელი აღნიშნავს, რომ ზოგადად,  საპარლამენტო არჩევნები ყველა სხვა არჩევნებისგან  განსხვავდება. მისივე თქმით, აქტიურობა შეიმჩნება, როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან, ასევე რიგირთი მოქალაქეებისგან.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეცხრედ იმართება.  მერვე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების დროს მმართველი ძალა  პირველად დამარცხდა.

ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე.


Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.