საზოგადოება
სააკ მიქაელიანი - მეორე მსოფლიო ომის ერთადერთი ვეტერანი ახალციხიდან
ახალციხეში, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობის და ვეტერანების საქმეთა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომის ობელისკი ყვავილებით და გვირგვინებით შეამკეს.
მათ ოჯახში პირადად მოინახულეს ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ერთადერთი ვეტერანი სააკ მიქაელიანი და გამარჯვების დღე მიულოცეს.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს ახალციხის მერიისგან და ვეტერანების საქმეთა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურისგან საჩუქრები გადაეცა. გარდა ამისა, ვეტერანს ერთჯერადი ფულადი დახმარებაც გაეწია - მთავრობისგან 2000 ლარის, ხოლო მუნიციპალიტეტისგან - 700 ლარის ოდენობით.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.
გააზიარეთ :