საზოგადოება
ბოდიშს ვუხდი ჩვენს შვილებს, იმიტომ, რომ ჩვენ ვერ გავაკეთეთ გასაკეთებელი-დედების თაობა მარშზე
დედების თაობა ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში დგას. ისინი ბოდიშს უხდიან შვილებს, რომ ოქროს თაობა აკეთებს იმას, რაც მათი თქმით, მშობლებს უნდა გაეკეთებინათ.
,,უსამართლობამ მომიყვანა აქ. დღეს პირველად ვარ გამოსული, იმიტომ, რომ დავინახე ძალადობა და უსამართლობა. მინდა რომ იყოს გაბრწყინებული ჩვენი საქართველო. ბოდიშს ვუხდი ჩვენს შვილებს, იმიტომ, რომ ჩვენ ვერ გავაკეთეთ გასაკეთებელი და ოქროს თაობა აკეთებს ამას. მადლობა ამ თაობას. არა რუსულ კანონს", - ამბობს აქციის მონაწილე.
მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები გადაიკეტა. დედაქალაქში ევროპული მარში მიმდინარეობს. არა რუსულ კანონს - ამბობს საქართველო.
,,არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - საქართველო ქუჩაშია. ევროპულმა მარშმა გეზი ოთხი ლოკაციიდან აიღო. მოქალაქეები მეტრო 300 არაგველზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანზე და "ექსპო ჯორჯიასთან" შეიკრიბნენ. ამ წუთებში ათი ათასობით ადამიანი ევროპის მოედნისკენ მიემართება.
გააზიარეთ :