19 ივლისს ახალციხის ქუჩებზე სასმელი წყლის მიწოდება შეიზღუდება. ამასთან დაკავშირებით, განცხადებას შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, წყლის მიწოდება წყალმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების გამო შეფერხდება.
“შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალი გატყობინებთ, რომ მიმდინარე წლის 19 ივლისს, წყალმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების გამო, შეიზღუდება წყალმომარაგება ქალაქ ახალციხის შემდეგ ქუჩებზე: დანიელაშვილი, თაყაიშვილი, წმ. ანდრია პირველწოდებული, მებაღიშვილი, მანველიშვილი, კოსტავა, თაბუკაშვილი, წმ.ილია მართალი, გამრეკელი, თუმანიანი, რუსთაველის ქუჩის ნაწილი, კეცხოველი, თბილისი, დიდიმამიშვილის ქუჩის ნაწილი. კომპანია ბოდიშს გიხდით გამოწვეული შეფერხებისათვის” – ნათქვამია განცხადებაში
თიკო კურტანიძე