ახალციხეში, მუნიციპალიტეტის პირველობისათვის, ინტელექტუალურ-შემეცნებით თამაში რა ? სად? როდის? გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა თემის 16-მა საჯარო სკოლამ მიიღო. თითოეული გუნდი, 6-6 მონაწილით იყო დაკომპლექტებული. მათ პასუხის გაცემა 22 კითხვაზე მოუწიათ.
ინტელექტუალურ თამაშში პირველი ადგილი ვალის პირველმა საჯარო სკოლამ დაიკავა.
მეორე და მესამე ადგილების გადანაწილება კი 5 გუნდს შორის მოხდა, ხუთივე გუნდმა თანაბარი 12-12 ქულა დააგროვა. საბოლოოდ მეორე ადგილილოსნის ტიტული მუსხის საჯარო სკოლამ მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილზე ჭვინთის საჯარო სკოლა გავიდა.
პირველ ადგილზე გასული გუნდის თითოეულ წევრს საჩუქრად ენციკლოპედიები გადაეცათ, მეორე ადგილზე გასულებს – ქართულ–ინგლისური ლექსიკონი. მესამე ადგილოსნებს კი საქართველოს ბუნების ატლასი. ინტელექტუალური თამაშის მონაწილე 16-ვე გუნდი სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.
რა? სად? როდის? ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურმა გაუწია.
|