„world vision“–ი მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში, 8 სასკოლო კლუბის პროექტს დააფინანსებს. ორგანიზაციამ 13–დან ათი პროექტი უკვე შეარჩია. სპეციალურმა კომიტეტმა, რომლის შემადგენლობაშიც დემოკრატ მესხთა კავშირისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ, დასაფინანსებელი პროექტების შესახებ იმსჯელა. კომიტეტის გადაწყვეტილება ცნობილი ერთ კვირაში გახდება.
მცირე გრანტების კონკურსი სასკოლო კლუბებისთვის „world vision საქართველოს“ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამამ, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებისთვის“ ფარგლებში გამოაცხადა. იგი მიზნად ისახავს, თემების პრობლემები, სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით გადაწყდეს.
პროექტების შერჩევა ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ერთი პროექტის დაფინანსების მაქსიმალური თანხა 1 500 ლარია. თანადაფინანსებაში ადგილობრივი თვითთმართველობაც ჩაერთვება.
|