ორი პურის ქურდობის ბრალდებით გათავისუფლებული ბოლაჯურის ბაღის ყოფილი მენეჯერის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა. ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მიერ გაასაჩივრებული პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.
მარინე ვარდიძე ლალი მაისურაძეორივე ინსტანციაში საქმის განხილვის შედეგად, ადიგენის ა(ა)იპ–ის განაცდურის ანაზღაურება, ლალი მაისურაძის სამსახურში აღდგენა და მისი გათავისუფლების შესახებ ოქმის გაუქმება დაეკისრა.
გაასაჩივრებს თუ არა ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უმაღლეს ინსტანციაში, უცნობია. ა(ა)იპ–ის იურისტები აცხადებენ, რომ ამას გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ გადაწყვეტენ.
ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი 2015 წლის 5 მარტს ბოლაჯურის ბაღის ყოფილმა მენეჯერმა შეიტანა. ლალი მაისურაძის მტკიცებით, მისი გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით მოხდა, რათა ბაღის მენეჯერის პოზიციაზე ადიგენის გამგებლისათვის მისაღები პირი დანიშნულიყო. ლალი მაისურაძის თქმით, 8 წლიანი მუშაობის პერიოდში ხელმძღვანელობისგან გაფრთხილება არცერთხელ მიუღია.
თიკო კურტანიძე