ახალციხის რაიონულ სასამართლოში, სარქის აკოფიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების დაკითხვა დასრულდა. 17 მარტს გამართულ სხდომაზე, პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა არმენ კარაპეტიანის დაკითხვა გააგრძელა. საუბარი დაკავების ოქმს შეეხო. კარაპეტიანი ირწმუნება, რომ აღნიშნულ დოკუმენტზე დაფიქსირებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის. ბრალდებულების ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ ოქმზე ხელი იგიტიანმა მეუღლის გაუპატიურების მუქარის შემდეგ მოაწერა, კარაპეტიანისა და ნალბანდიანის ხელმოწერები კი გაყალბებულია. მაიზერ ბაბლუანმა აღნიშნულში საქმის პროკურორი დაადანაშაულა.
შემდეგი სასამართლო პროცესი 5 აპრილს 12:00 საათზე ჩაინიშნა, სადაც მხარეები დასკვნით სიტყვას წარადგენენ.
ბრალდებულებს: იგიტიანს, კარაპეტიანისა და ნალბანდიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376–ე მუხლით ედებათ, რაც დანაშაულის შეუტყონინებლობას გულისხმობს.