საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მოადგილესთან, მხარის გუბერნატორთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, სამცხე-ჯავახეთში, შეღავათიანი აგროკრედიტით დაფინანსებულ მეფრინველეობის ფერმაში წარმოების პროცესს გაეცნო.
„შპს მესხეთის მეფრინველეობა“ ახალციხეში, სოფელ კლდეში ფუნქციონირებს. სახელმწიფო ხელშეწყობით დაფინანსებულ ფერმაში 220 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. საწარმოში 12,000 ფრთა ქათამია, რომელიც ყოველდღიურად 8 ათას ცალ კვერცხის წარმოებას უზრუნველყოფს. პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. აქ 11 ადამიანია დასაქმებული. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მეფრინველეობის ფერმა 230 ათასი ლარით სარგებლობს.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში გაცემულია 1,577 სესხი ოდენობით 26,982,600 ლარი და 59 სესხი ოდენობით 4,310,780 აშშ დოლარი, პროექტის ფარგლებში გაიხსნა 7 ახალი საწარმო.