7 მარტიდან
მართლმადიდებლებისთვის ყველიერის შვიდეული იწყება, რომელიც
დიდმარხვას წინ უძღვის. ამ კვირაში ოთხშაბათი და პარასკევი
ხსნილია, მხოლოდ რძის ნაწარმით და კვერცხით. ხორცს მორწმუნეები კვირა
საღამოს, ვახშმის შემდეგ, აღდგომამდე აღარ იღებენ.
ყველიერის კვირაში სამშაბათ საღამოდან წმიდა ეფრემ ასურის ლოცვა იკითხება, რომელიც შემდგომში მთელი დიდი მარხვის განმავლობაში ყოველ დილა-საღამოს, შაბათ-კვირის გარდა ითქმის.
ყველიერის შვიდეული მიტევების – შენდობის კვირიაკით მთვარდება. ამ დღეს ყველა მორწმუნე ცდილობს, საკუთარი ცოდვების მიტევება ითხოვოს.
დიდმარხვა წელს 14 მარტს დაიწყება და 1 მაისს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.