მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების
ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების
მოსახლეობისთვის განკუთვნილი ბარათები დღეს, 12 თებერვალს,
ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს, მოსახლეობაში
დასარიგებლად გადასცეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,
ახალციხის მუნიციპალიტეტში, ხვნის ბარათს 8 391 ფერმერი იღებს. მათი
რიცხვი, გასულ წელთან შედარებით, 300–ით გაიზარდა.
ბენეფიციარებს ხვნის ბარათის გამოყენება პირველ დეკემბრამდე
შეეძლებათ. მათი სურვილის შემთხვევაში, ისინი შეძლებენ, რომ ხვნის
ბარათი აგრო ბარათში გადაცვალონ და მასზე დარიცხული ქულების
საშუალებით, პესტიციდები ან საჭირო ინვენტარი შეიძინონ.