2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 9 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით იწარმოებს.
რეგისტრაციას აბიტურიენტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან (www.naec.gov.ge; online.naec.ge) აბიტურიენტთათვის განკუთვნილი ცნობარი დაიბეჭდება გაზეთში “ახალი განათლება”.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ წელს მნიშვნელოვანი სიახლეა და ის სამ ეტაპად იწარმოებს.
აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე, 9 თებერვლიდან 15 მარტამდე მოუწევთ. მათ ამ პერიოდში უნდა მიუთითონ ჩასაბარებელი საგნები – არანაკლებ 4 გამოცდისა (მხოლოდ სახელოვნებო/სასპორტო მიმართულების ფაკულტეტებზე ჩაბარების მსურველებმა -არანაკლებ 3 გამოცდისა, მხოლოდ მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა – არანაკლებ 1 გამოცდისა).
15 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 1 ივნისამდე შეეძლება გამოცდის დამატება, საგნის შეცვლა. აბიტურიენტებს წელს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, რომ საგამოცდო ბარათი ნებისმიერი კომპიუტერიდან პირადი გვერდიდან ამობეჭდონ.