ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღში მისული აღსაზრდელები დღეს, 5
თებერვალს, უკან გააბრუნეს. აღმზრდელებმა მშობლებს განუმარტეს,
რომ გათბობის სისტემის გაუმართაობის გამო, სასწავლო პროცესი
ჩაიშალა.
ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში ამბობენ, რომ სისტემა გუშინ, საღამოს დაზიანდა. ნანა ბერიძის თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები უკვე მუშაობენ. ჯერჯერობით მისთვისაც უცნობია, როდის განახლდება სწავლა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში.
ახალციხის #5 საბავშვო ბაღში 180–მდე აღსაზრდელი ირიცხება.