სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ, ერთდროულად ორი დიდი დღესასწაული – შობა და ნათლისღება აღნიშნა. ახალციხის, გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ლოცვა დილის 11:00 საათზე დაიწყო.
საზეიმო ლიტურგია ეკლესიის წინამძღვარმა, დიაკონმა თორგომ ვარდანიანმა აღავლინა და მრველს დღესასწაული მიულოცა. წირვის დასრულების შემდეგ, იკურთხა წყალიც და მრევლს დაურიგდა.
ნაკურთხ წყალს მომლოცველები მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.