შალვა აბულაძის საქმის განხილვა სრულდება. დღეს დასკვნითი სიტყვა სასამართლოს, დაცვის მახარემ წარუდგინა. ბრალდებულის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე სხდომაზე ისევ არ გამოცხადდა, ამიტო მის მიერ გამოგზავნილი საბოლოო სიტყვა, მოსამართლის დანიშნულმა სახაზინო ადვოკატმა, ტარიელ ბალაბანიშვილმა წარადგინა.
დასკვნით სიტყვაში ძირითადი დრო, ადვოკატმა ბორჯომის ეპიზოდსა და დაჭრილი პოლიციელის გიორგი მახარაშვილის ჩვენებას დაუთმო, სადაც განაცხადა, რომ მისი ჩვენება სიცრუეა და მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღებისას იგი არ უნდა გაითვალისწინოს.
შალვა ხაჭაპურიძე, აბულაძის ყველა ეპიზოდში გამართლებას მოითხოვს.
გარდა ამისა დღევანდელ პროცესზე მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა შალვა აბულაძის მიერ გამოგზავნილი ყველა განცხადება წაიკითხა, მათ შორის ეგრეთწოდებული „თვრამეტი უარი“.
ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული უკვე სასამართლო განაჩენს ელოდება.