აწყურში უსახლკარო მამაკაცი, ადგილობრივებმა გაყინული იპოვეს. შემთხვევა დღეს, 17 დეკემბერს, დილით მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 55 წლის მამაკაცს საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა და ღამეს შენობის ნანგრევებში ათევდა. 15 წლის წინ მან საკუთარი საცხოვრებელი სახლი აწყურში გაყიდა და ოჯახთან ერთად თბილისში გადასახლდა. ბოლოს კი სოფელში მარტო დაბრუნდა. კ.ო–ს ცხედარი ადგილობრივმა რობერტ გვირჯიშვილმა იპოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, აღნიშნული ფაქტი ,,მე–9 არხს” დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.