ახალციხეში ტანსაცმლის
მაღაზია “საუკეთესო არჩევანი” გაქურდეს. “მეცხრე არხის” ინფორმაციით
წაღებულია მეპატრონე ნ.ლ–ს საფულე, რომელშიც 4 000 ლარზე მეტი
თანხა იდო.
შემთხვევა, 13 დეკემბერს დღის, 2-იდან ხუთ საათამდე მოხდა. ამ დროისათვის ტანსაცმლის მაღაზია დაკეტილია.
“მეცხრე არხთან” სატელეფონო საუბარში, მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ ქალაქში არ იმყოფება, პირად საქმეებზეა წასული და მაღაზიაც, ამიტომ დაკეტა.
“საფულე ჩანთაში მქონდა, რომელიც დახლზე მედო. როდესაც ერთ–ერთი კლიენტისათვის ხურდა უნდა დამებრუნებინა, ვეძებე და ვერ ვნახე. არ ვიცი ვის შეიძლება წაეღო. საფულეში კრედიტისა და ნავაჭრი ფული მქონდა“–ამბობს ნ.ლ.
მაღაზიის მეპატრონე, საგამოძოებო უწყებაში უკვე დაიკითხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე ძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
ქურდობაში ბრალდებული დაკავებული ჯერ არ არის.