ახალციხის რაიონულ სასამართლოში, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულთა საქმის განხილვა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. მიზეზი ერთ–ერთი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა. ბესიკ ხარშილაძისთვის პირველადი დახმარების აღმოსაჩენად, სასწრაფო–სამედიცინო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო.
დღეს, ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა საქმეში არსებული მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს. დაკავებულის ადვოკატმა, მოსამართლეს, სამი შუამდგომლობით მიმართა. მათ შორის, ლურსმანაშვილისა და ხარშილაძის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხით, რომლის მიხედვითაც, ისინი საპატიმროდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდებოდნენ, თუმცა მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ, დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდებულების ადვოკატი, ნუგზარ სამარჯიშვილი, ჟურნალისტებთან, საქმეში სისხლის სამართლის საპროცესო კანონის დარღვევაზე საუბრობს.
სასამართლოს შემდეგი სხდომა 21 დეკემბერს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ლურსმანაშვილს, ხარშილაძეს და მათთან ერთად კიდევ ორ ბრალდებულს, გამოძიება სსკ–ს 353–ე მუხლით ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმასა და ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს. იგი 7–11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.