მოსწავლეთა სამეცნიერო კომფერენცია: ,, მოსწავლის თვალით დანახული აგრარული პრობლემები სამცხე–ჯავახეთის რეგიონში“ ახალციხეში გაიმართა.
კონფერენციაში სამცხე–ჯავახეთის 16 სკოლა მონაწილეობდა, რომლებიც შეხვედრის გახსნას სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ საკონფერენციო დარბაზში დაესწრნენ და შემდეგ სხვადასხვა სექციაში გადანაწილდნენ. მრავალწლიანი კულტურები, მეფუტკრეობა, მემცენარეობა და აგროეკოლოგია – ეს ის თემებია რომელიც მოსწავლეებმა განიხილეს. პროექტის მიზანს ახალგაზრდებისთვის აგრარულ საკითხებში ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.