3 დეკემბერს, ახალციხეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ეწვევა. დიმიტრი ქუმსიშვილი, პროგრამის, “მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის” ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ავტორებს შეხვდება.
ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, აღნიშნული პროგრამის პრეზენტაციას 13:00 საათზე, სასტუმრო ,,ლომსიაში” გამართავენ.