ორი პოლიციელის მკვლელობის საქმეზე, ახალციხის რაიონულ სასამართლოში არსებითი განხილვა გრძელდება.
დაცვისა და ბრალდების მხარემ თბილისის ეპიზოდი განიხილეს და ორი გამომძიებელი დაკითხეს, რომლებმაც 4 აპრილს მომხდარი შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს. ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ სამართალდამცველების ჩვენებებში ბევრ შეუსაბამობებს ჰქონდა ადგილი, მათ შორის შემთხვევის ადგილზე კომპიუტერულ დათვალიერებებთან დაკავშირებითაც.
ადვოკატმა მოსამართლეს აბულაძის საკანი აღუწერა და იქ არსებულ ანტისანიტარიაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხის ქვეშაა. შემდეგი სხდომა 3 ნოემბერს 15 საათზე ჩაინიშნა.