ადიგენის საკრებულომ, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილი „მეცხრე არხთან“ აცხადებს, რომ საკრებულო პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და იმ ოქმის ძალაში დარჩენას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც, თავმჯდომარედ იმედა მღებრიშვილი დაინიშნა.
სააპელაციო სასამართლომ საჩივარი წარმოებაში უკვე მიიღო და დაცვის მხარე პირველი სასამართლო სხდომის ჩანიშვნას ელოდება.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ადიგენის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს სარჩელი სრულად დაუკმაყოფილა. გადაწყვეტილების მიხედვით ლევან ლობჯანიძე თავმჯდომარის თანამდებობაზე აღდგება, განაცდური აუნაზღაურდება და ბათილად იქნება ცნობილი ის ოქმიც, რომლის მიხედვითაც თავმჯდომარის თანამდებობაზე იმედა მღებრიშვილი აირჩიეს.
ოთარ კაჭკაჭაშვილი ადიგენის საკრებულომ მას შემდეგ დაიქირავა, რაც გაირკვა, რომ წარმომადგენლობითი ორგანოს იურისტს, სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებისათვის შესაბამისი კვალიფიკაცია არ ჰქონდა.