ახალციხის რაიონულ სასამართლოში ,,სამართლიანი არჩევნების“ სარჩელის განხილვა გრძელდება. დღეს მოპასუხე მხარემ, მოსამართლეს ბოლო მტკიცებულებები წარუდგინა. აღნიშნული იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნათა ჩამონათვალს ეხებოდა, რომელიც კონკურსანტებისათვისაა გათვალისწინებული.
ადმინისტრაციული სარჩელის განხილვას არ ესწრებოდა ,,სამართლიანი არჩევნების“ იურისტი. თათია ქინქლაძემ სასმართლოს განცხადება გამოუგზავნა, სადაც სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზი განმარტა და სხდომის გადადების თაობაზე მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა. მოთხოვნა შალვა მჭედლიშვილმა დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანმა არჩევნებმა“ სარჩელი, ახალციხის მერიის საჯარო მოხელეთა შესარჩევ საკონკურსო–საატესტაციო კომისიის წინააღმდეგ შეიტანა. ორგანიზაცია კონკურსზე გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს.