შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“ ოფისების შეღებვის ფაქტებზე ადმინისტრაციული საქმის
წარმოება უკვე დაიწყო. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურში აცხადებენ, რომ საქმეს კვალიფიკაცია საგამოძიებო
მოქმედებების ჩატარების შემდეგ მიეცემა.
შეგახსენებთ, რომ ახალციხესა და ასპინძაში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიები გვიან ღამით, წითლად შეღებეს. პარტიის წარმომადგენლები მომხდარს NDI-ს კვლევის შედეგებსა დაა რამდენიმე დღის წინ ,,ქართული ოცნების” აქტივისტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას უკავშირებენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი შემთხვევები კიდევ განმეორდება. ნაციონალები საქმის გამოძიებასა და დამნაშავეების იდენტიფიცირებისთვის მიმდინარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეო კამერების ჩანაწერების გამოყენებას მოითხოვენ.