სარქის
აკოფიანის ოჯახის წევრები და ნათესავები საპროტესტო
აქციას სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოსთან
აგრძელებენ. “მეცხრე არხის” კორესპონდენტი იტყობინება, რომ ამ წუთებში
სამმართველოს უფროსი გარდაცვლილის დასა და დიშვილს ხვდება. რაზე
ესაუბრება თეიმურაზ კალანდაძე აკოფიანის ოჯახის წევრებს, მედიისთვის
უცნობია.
შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილის ნათესავები ბრალდებულების გასამართლებას და მკაცრად დასჯას ითხოვენ. ისინი ტრანსფარანტებით ჯერ ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პროკურატურასთან გადაინაცვლეს.
ამ წუთებში, აქცია სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარ სასამმართველოსთან მიმდინარეობს.