ახალციხეში
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მომხდარზე შსს-მ გამოძიება
დაიწყო.
როგორც, “მეცხრე არხთან” შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი თეა მიხანაშვილი აცხადებს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს. ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე.
შეგახსენებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის ოფისში “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა კარები აჭედეს. აქციის 30–მდე წევრი ოპოზიციური პარტიის წევრებ მოუწოდებდნენ ტერიტორია დატოვებინათ.
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ აქტივისტები აღნიშნულისთვის ხაშურიდან და ბორჯომიდან შეიკრიბნენ.