ახალციხის
მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილაში ოგანეს ბალასანიანის საქონლის
სადგომს ცეცხლი გაუჩნდა. გამგებლის წარმომადგენლის განმარტებით,
მხოლოდ ბოსელი და ზამთრისთვის შენახული თივა დაიწვა. ვართან
პეტროსიანის თქმით, ხანძრის საცხოვრებელ სახლზე გადასვლის საშიშროება
არ არსებობდა.
ამ დროისათვის ადგილზე სახანძრო–სამაშველო სამსახურის ერთი ჯგუფი მუშაობს. მეორე ბრიგადა ახალციხიდან წყალთბილის მიმართულებით რამდენიმე წუთის წინ გავიდა. მეხანძრეთა თქმით, ცეცხლის ლოკალიზება უკვე მოახდინეს.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ვერ საუბრობენ.