ახალციხეში ენერგოდაზოგვის დღესთან დაკავშირებით ფესტივალი გაიმართა. ახალგაზრდული ცენტრის, კავშირ „მეგზურისა“ და საზოგადოებრივი განვითარების ცენტრის კოალიციური პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სახის აქტივობა მთელი დღის განმავლობაში მოეწყო.
მთავარი შეხვედრა ახალციხის გამგეობის შენობაში გაიმართა, სადაც სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის“ მონაწილე კერძო სკოლა „მზექას“ მოსწავლეებმა, ენერგო ეფექტურობის შესახებ დაწერილი თემების პრეზეტაცია მოახდინეს. ასევე მოეწყო თემატური საკონკურსო ნახატების გამოფენა სახელწოდებით – „ენერგოეფექტიანობა და მე“.
წელს ენერგოდაზოგვის დღის აღნიშვნაში ქალაქის თვითმმართველობაც ჩაერთო.
ღონისძიება პროექტის „ენერგოეფექტურობის ქსელის შექმნა“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს.
ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე.