ახალციხის რაიონულ სასამართლოში შალვა აბულაძის პროცესი გადაიდო. სხდომაზე ბრალდებული და ადვოკატი არ გამოცხადდნენ.
მოსამართლემ საბადრაგო სამსახურის მიერ წარდგენილი განცხადება წაიკითხა, რომლის მიხედვითაც აბულაძე სხდომაზე დასწრებაზე უარს ამბობდა. რაც შეეხება შალვა ხაჭაპურიძეს, იგი ჯანმრთელობის გამო სხდომას ვერ დაესწრო.
აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლემ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ ადვოკატს სასამართლოსათვის განცხადებით არ მიუმართავს, სწორედ ამიტომ გოჩა ჯეირანაშვილის თქმით, შალვა აბულაძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნება და იმ შემთხვევაში თუ ხაჭაპურიძე სხდომაზე არ გამოცხადდება, ბრალდებულის ინტერესებს სწორედ სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატები დაიცავენ.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარეს შვიდი მოწმე, ბორჯომსა და თბილისში მომხდარი მკვლელობების საქმეზე უნდა დაკითხულიყვნენ.