ახალციხის რაიონული პროკურატურის წარმომადგენელმა მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ლექცია–სემინარი ჩაუტარა. პროკურორი გელა მაღრაძე ახალგაზრდებს არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებებსა და პრევენციის შესახებ ესაუბრა.
ლექციას მეცხრე–მეთერთმეტე კლასელები დაესწრნენ.
ახალგაზრდებთან შეხვედრები პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ეწყობა.
ახალციხის მესამე საჯარო სკოლის გარდა, ანალოგიური სახის სემინარები პირველი და მეორე სკოლის მოსწავლეებისთვისაც გაიმართა.
პროექტი „საზოგადოებრივი პროკურატურა“ ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ხორციელდება. მის მიზანს არასრულწლოვანთა დანანაშაულის პრევენცია წარმოადგენს.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ირაკლი ბახტურიძე, ნანა ინასარიძე.