გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ადიგენის
მუნიციპალიტეტის სოფელ იჯარეთში უკანონო სახერხი
საამქრო აღმოაჩინეს, სადაც განთავსებული იყო პირველადი
გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და უკანონოდ მოპოვებული
მრგვალი მორი .
მოხდა აღნიშნული სახერხის დემონტაჟი და იგი ამ დროისათვის საფინანსო სააგენტოშია გადმოტანილი.
შედგენილია შესაბამისი აქტი.