ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხეში.
კოსტავას ქუჩაზე „ოპელის“ მარკის ავტომანქანა გზაზე გაჩერებულ, პოლიციის მანქანას შეეჯახა.
ავტომობლს ქალბატონი მართავდა, რომელსაც გვერდით მცირეწლოვანი ბავშვი ეჯდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტოსაგზაო შემთვევის გამო გზაზე მოძრაობა შეფერხებული იყო, ადგილზე ორი საპატრულო ბრიგადა იმყოფებოდა. „ოპელის“ მძღოლს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გაუფორმდა და 250-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.