შალვა
აბულაძის საქმესთან დაკავშირებით, ახალციხის რაიონულ სასამართლოში
სხდომა 25 წუთის დაგვიანებით დაიწყო. 14:00 საათზე ჩანიშნულ
პროცესზე, ორივე მხარე დაგვიანებით გამოცხადდა. ბრალდებულმა, სხდომის
განმავლობაში, ფეხზე დგომა მოისურვა, აღნიშნული მოთხოვნა მოსამართლემ
დააკმაყოფილა.
პროცესი შალვა აბულაძის პატიმრობაში დარჩენის საკითხის
განხილვით დაიწყო. პროკურორმა ბრალდებულის პატიმტობაში დარჩენა
მოითხოვა, რის მიზეზადაც, მოწმეებზე ზეწოლისა და მიმალვის
საფრთხეები დაასახელა. ბრალდების მხარის მტკიცებით, შალვა აბულაძის
გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლოა, მან დანაშაულებრივი
ქმედებები განაგრძოს.
ამ დროისთვის, ახალციხის რაიონულ სასამართლოში შალვა აბულაძის
სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს.
უკვე დაიკითხა ერთი მოწმე, რომელიც თბილისში მომხდარი შემთხვევის
თვითმხილველია.