ამ წუთებში ბორჯომში ცენტრალური გზა გადაკეტილია, ერთმანეთს
სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ.
გარდაცვლილია სატვირთო მანქანის მძღოლი, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმეზე გამოძიება 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მნიმდინარეობს. აღნიშნული ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.