ახალციხის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობით პრობაციონერი საჯარო სამსახურში დასაქმდა. ბექა ფოცხვერაშვილმა მუშაობა ასპინძის გამგეობაში დაიწყო. შესაბამისი ხელშეკრულება გამგეობის ა(ა)იპ–ი “გარეგანათების” ხელმძღვანელსა და პრობაციონერს შორის დღეს, 18 სექტემბერს გაფორმდა. იგი დამხმარე სპეციალისტად იმუშავებს, რისთვისაც შრომით ანაზღაურებას 250 ლარის ოდენობით აიღებს.
ბექა ფოცხვერაშვილს პირობითი მსჯავრი უკანონო თევზჭერისათვის დაედო.
საქართველოს პროკურატურა პრობაციონერთა დასაქმებას, პროექტის “საზოგადოებრივი პროკურატურის” ფარგლებში წლებია ახდენს.