ადიგენის
მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში სამართალდამცველებმა უკანონოდ
მოჭრილი ხე–ტყე აღმოაჩინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს
თანამშრომლებმა წიწვოვანი სახეობის 16 ცალი მრგვალი მორი
იპოვნეს. მასალის მესაკუთრის ვინაობა ამ ეტაპზე
დაუდგენელია. შედგენილია შესაბამისი აქტი.
უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთ–ერთი პატრულირების დროს აღმოაჩინეს.