ბორჯომის საკრებულოს
თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის ავტომობილი საკუთარ ეზოში დაიწვა.
შემთხვევა 21 აგვისტოს გამთენიისას მოხდა. შედეგად არავინ
დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას
გულისხმობს.
უწყებაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ექსპერტიზა მიმდინარეობს, რომლის
ჩატარების შემდეგაც დადგინდება, რამ გამოიწვია ავტომობილის დაწვა.
ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.