ახალციხეში კოსტავას ქუჩის 9 ნომერში მდებარე სამსართულიანი საცხოვრებელ სახლს ცეცხლი მოეკიდა. შემთხვევა დღის 15:30 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, თავდაპირველად, ხანძარი მესამე სართულის ერთ-ერთ აივანზე შეამჩნიეს, მალე ცეცხლი კორპუსის სახურავსაც მოედო.
ადგილობრივები ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ვერ საუბრობენ.
ადგილზე სახანძრო -სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის
ჯგუფები იყვნენ მობილიზებულნი. ცეცხლის ლიკვიდირება საათნახევარში
მოხერხდა.
ხანძრის დროს ერთ-ერთი ბინა დაკეტილი იყო, ხოლო მეორეში მეპატრონე
იმყოფებოდა, რომლის გამოყვანაც უვნებლად მოხერხდა.
მეხანძრეების განმარტებით, მნიშვნელოვანი ზიანი არცერთ ბინას მიადგა.
დამწვარია კორპუსის ორი ბინის სახურავი, აივნები და აივანზე არსებული
ნივთები.