მდინარის მიერ გატაცებული სამი ბავშვიდან ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდის ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ამ წუთებში ამოჰყავთ. გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცია.
შეგახსენებთ, რომ მდინარემ სამი ბავშვი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქთან გაიტაცა.
ადგილობრივები “მეცხრე არხთან” აცხადებენ, რომ ისინი მდინარე მტკვარზე ბანაობდნენ. მდინარემ ექვსი ბავშვი გატაცა. ამ დროისათვის ცნობილია, რომ სამმა მათგანმა ნაპირზე უვნებლად გასვლა მოახერხა.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ჯგუფები. სამძებრო სამუშაოები მდინარე მტკვარზე მიმდინარეობს .