მდინარის მიერ გატაცებული სამი ბავშვიდან ერთი
მათგანი გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდის ცხედარი სამაშველო სამსახურის
თანამშრომლებს ამ წუთებში ამოჰყავთ. გარდაცვლილი ახალგაზრდა
მამაკაცია.
შეგახსენებთ, რომ მდინარემ სამი ბავშვი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქთან გაიტაცა.
ადგილობრივები “მეცხრე არხთან” აცხადებენ, რომ ისინი მდინარე ფოცხოვისა და მტკვრის შესართავთან, ბანაობდნენ, რა დროსაც წყლის დონე მომენტალურად ადიდდა და ექვსი ბავშვი გატაცა. ამ დროისათვის ცნობილია, რომ სამმა მათგანმა ნაპირზე უვნებლად გასვლა მოახერხა.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ჯგუფები. მდინარე მტკვარზე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.