შალვა აბულაძის საქმის
განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოდან, ახალციხის რაიონულ
სასამართლოში გრძელდება. პირველი სხდომა დღეს, 22 ივლისს
გაიმართა, თუმცა საქმის არსებითი განხილვა გადაიდო.
აბულაძის ადვოკატებმა სხდომაზე განაცხადეს, რომ პროცესში ახლა
ჩაერთვნენ და დეტალებს კარგად არ იცნობენ.
დაცვის მხარემ და ბრალდებულის ახლობლებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. სასამართლო სხდომას არ დასწრებია შალვა აბულაძე.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა პროცესზე საბადრაგო სამსახურის მიერ წარმოდგენილი ოქმიც წაიკითხა, სადაც განმარტებული იყო ,რომ აბულაძეს სხდომაზე დასწრების სურვილი არ აქვს, თუმცა აღნიშნული დაცვის მახარემ უარყო. როგორც შალვა ხაჭაპურიძემ პოცესზე განაცხადა, ბრალდებულს სხდომებზე დასწრების სურვილი აქვს, მაგრამ მის მიმართ საპატიმრო დაწესებულებაში არადამიანური მოპყრობა და წამება ხორციელდება. ადვოკატი ეჭვობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, პროცესზე გამოცხადება ამის გამო ვერ შეძლო.
შემდეგი სასამართლო სხდომა 27 ივლისამდე გადაიდო. შეგახსენებთ, რომ შალვა აბულაძეს ბრალი ორი პოლიციელის მკვლელობაში, ორი სამართალდამცველის მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება.
ბრალდება 16-20 წლამდე თვისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.