გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლება, ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ხე-ტყის გადამამუშავებელი, უკანონოდ მოქმედი 7 სახერხი საამქრო გამოავლინეს. აღმოჩენილია ასევე, ამავე საამქროების ტერიტორიაზე განთავსებული უკანონოდ მოპოვებული წიწოვანი ჯიშის მრგვალი მორები , რომელთა საერთო ოდენობა 21 კუბურ მეტრს აღწევს.
მასალები შემდგომი რეაგიებისთვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოებს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი საამქროების მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დაცვის შესწავლის მიზნით, განაგრძობს პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას.