ადიგენის მუნიციპალიტეტში, 7 ივლისს, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილეს. მთავრი თემები ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები, შესყიდვების კორექტირებული გეგმა, მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი ტრაქტორის შპს ,,კომუნალური და საირიგაციო გაერთიანებისათვის“ გადაცემა, სოფლის მოსახლეობისთვის სარწყავი წყლით სარგებლობაზე გადასახადის შემოღება და განსაზღვრის წესის დამტკიცება იყო.
აღნიშული საკთხები დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს, თუმცა ზოგიერთ საკითხს ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. მათი თქმით, სოფლებში სარწყავი წყლის მაღალი გადასახადის გამო მოსახლეობას პრობლემები ექმნება, მათ მუნციპალიტეტის მიერ შეძენელი ტრაქტორის შპს–სათვის გადაცემა გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ პროცესი თავად ადგილობრივ თვითმმართველობას დააზარალებს, რადგან საჭიროების შემთხვევაში გამგეობას თავისივე ტექნიკის ქირაობა მოუწევს.