საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბერი გაბრიელის ხსენების დღეს აღნიშნავს. მორწმუნეები 2 ნოემბერს ამ დღესასწაულს მეოთხე წელია ზეიმობენ.
მამა გაბრიელი დაიბადა თბილისში დაიბადა. 1949 წელს სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, იგი ოთხშაბათს და პარასკევს მარხვის შენახვას და ასევე ეკლესიაში სიარულს მაინც ახერხებდა. 1951-55 წლებში სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, უფლის სადიდებლად, თავის ეზოში ააგო ოთხგუმბათიანი ეკლესია, სადაც კომუნისტების მიერ ჩამორთმეული, გადაყრილი, თუ მიტოვებული ხატები დააბრძანა. ხელისუფლება რამდენიმეჯერ ცდილობდა დაენგრია ეკლესია, მაგრამ უშედეგოდ
1954 წელს მამა გაბრიელმა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს მეუფე გაბრიელს დიაკვნად კურთხევასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა. 1955 წელს პეტრე–პავლეს ეკლესიაში, რომელიც ქუთაისში მდებარეობს, მოხდა მამა გაბრიელი დიაკვნად ეკურთხა, ხოლო ამავე წლის 23 თებერვალს მოწამეთას მონასტერში ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა იგი ბერად აღკვეცა და მისივე თხოვნით წმიონდა გაბრიელ ათონელის სახელი უწოდა. ამავე წლის 27 თებერვალს მამა გაბრიელი მღვდელ-მონაზვნად იკურთხა.
1956 წელს მღვდელ–მონაზონი გაბრიელი ავადმყოფობის გამო, საეკლესიო სამსახურიდან დათხოვნას ითხოვს, მის თხოვნას წინ უსწრებს დოკუმენტი იმის შესახებ, რომ იგი უკვე დათხოვნილია. ამავე წლის მაისში იგი ინიშნება წმინდა ნინოს ეკლესიაში მთავარ დიაკვნად.
მამა გაბრიელი ბოლო წლებში მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ, მეფე მირიან მესამის კოშკში ცხოვრობდა . 1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა.1995 წლის 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. იგი ანდერძისამებრ ბერ–მონაზვნური წესით, ჭილოფში გახვეული, მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე დაკრძალეს.
არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად, დღემდე უხრწნელია.
მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ეს ფენომენი მეცნიერულად, დღემდე შეუსწავლელია.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს მამა გაბრიელი საფლავი გახსნა და იგი წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღედ 2 ნოემბერი დაწესდა.
წმ. ღირსი მამა გაბრიელის აღმსარებელისა და სალოსის წმ. ნაწილები სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების ეკლესიაშია დაბრძანებული.
თიკო კურტანიძე